2022 წლის 5 იანვარს რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევაა. ნიკა ქაცარიძე 2005 წლიდან დღემდე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ მისი მეუღლე ნინო ბერიძე სოციალურ ქსელში წერს;
“ასე შევხვდით ორი წლის შემდეგ პირველ იანვარს, მე აქ, შენ იქ. ბევრი გისაყვედურე, უბრძოლველად რატომ წახვედი და დამტოვეთქო, ისევ უხმოდ გულში ჩავიკალი ჩემი ტკივილი ზეცას ავხედე. ვიცოდი, რომ იქვე ახლოს იყავი ჩემთან და ჩემი ფიქრები გესმოდა შვილების მფარველობა და მათი ჯანმრთელობა გთხოვე. ახლა კი ისევ 5 იანვარი თენდება ტკივილით სავსე დღე, ნეტა ეს დღე არ ყოფილიყო. მომენატრე” – წერს ბერიძე.