სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა გაფართოვდა. კერძოდ, უმცროს ექიმს, ექთნის თანაშემწეს, ბებიაქალს და სანიტარს მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდათ.
სახელფასო ზღვარი შემდეგნაირად გამოიყურება:
უმცროსი ექიმი – თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში – 5 ლარი) დარიცხული
ექთნის თანაშემწე – თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში – 3,5 ლარი) დარიცხული
ბებია ქალი – თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში – 4,4 ლარი) დარიცხული
სანიტარი – თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში – 3 ლარი ) დარიცხული
„ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა 6000-მდე პირს შეეხება. შედეგად, მინიმალური ხელფასის დაწესების რეფორმა სტაციონარულ განყოფილებაში ჩართულ ყველა სამედიცინო პერსონალზე აისახება.
რეფორმის პირველ ეტაპზე, 2023 წლიდან, წარმატებით დაინერგა მინიმალური ანაზღაურება ექიმებისა და ექთნებისთვის. შედეგად, 15 000-მდე პირს გაუუმჯობესდა სამუშაო პირობები.
რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.
პროცესს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს“,- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
მოაშორეთ ეს ცუღლუტი და ყოვლად ამაზრზენი ქალი, ხომ შეიძლება დავისვენოთ ამ ქალისგან?! რა ასრულდა ამის ნათქვამიდან, კიდევ ბედავს და გვაბოლებს რა…….