Guram Sherozia’s Blog ამასწინად ლამის უთოდანაც რომ ლაპარაკობდი შენი ბინების რაოდენობაზე და ოთხმოცდამეჩვიდმეტე ქვეყანაში მოგზაურობით გვემარიაჟებოდი, მთელი ფეისბუქი რომ გადააჭრელე იმაზე საუბრით, თუ როგორი ქველმოქმედი ხარ, დავიჯერო ვერსად ვერ მოგხვდა თვალში ჩვენი თემოს ამბავი? ისე კი ხარ ჩაყუდებული ჩემს გვერდზე და პოსტს არ მაზავ, მერე ლაჩრულად რომ იჭორაო შენს გამომწერებთან. აბა სად ხარ 20 ბინიანო ქველმოქმედო? როგორც შენ აღწერ შენი კომპლექსებით, კაი ფულიანი ვინმე უნდა იყო. დისერტაციებიც გაქვს დაცული (როგორც ამას ლამის უთოშიც კი იძახი). 17 წლის ბიჭია საწოლს მიჯაჭვული და გულის გადანერგვა სჭირდება. 220,000 ლარი შევუგროვეთ უკვე. ხომ არ შეამატებდი ერთ ათას ლარს? ვნახოთ როგორი მდიდარი და ქველმოქმედი ხარ. ამას + იქნებ ინტელექტისაც აჩვენო რამე და ქაჯივით არ ავარდე, როგორც გჩვევია-ხოლმე. ჩქიმ, ჩქიმ, ჩქიმ