თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი ბრალის წარდგენის მოლოდინშია.
დაკავებული 39 წლის გუგა გოცირიძე, რომელიც წარსულშიც ნასამართლევია.
კაცს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.