ქართველი მოდელი, მსახიობი და ინფლუენსერი შორენა ბეგაშვილი ახალ წელს დუბაიში შეხვდა. ბოლო დღეები ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს, სადაც ჩანდა როგორ ატარებს დროს შვილთან ერთად.
ბოლო პერიოდი შორენა თითქმის ყველა მოგზაურობაში შვილთან ერთად მიდის. ევასსაზოგადოება კარგად იცნობს და მის შესახებ ამბებს ადამიანთა ნაწილი ინტერესით ადევნებს თვალს.
რაც შეეხება ბეგაშვილის პირად ცხოვრებას, მის შესახებ ბოლო დროს მედიაში არაფერი დაწერილა. დაახლოებით ორი წლის წინ ლაშა ბარათელს დაშორდა. წყვილის ერთად ყოფნის დროს, შორენა ახალ სიყვარულზე ნაკლებად ლაპარაკობდა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სწორედ მისი სტატუსი გახლდათ. ამბობდა, რომ ბედნიერი იყო და მამაკაცი ძალიან ანებივრებდა. მუდმივად იცოდა, სად იყო და რას აკეთებდა… ბარათელთან დაშორების შემდეგ, შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში ახალი მამაკაცის გამოჩენის შესახებ მედიაში ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.