თუ თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებსაც დიდად არ ხიბლავთ მცირედი ტკივილის დროს ექიმთან წასვლა და მედიკამენტებიტ მკურნალობა, ალბატ დაგაინტერესებთ, როგორ შეიძლება ჩვენ თავად შევამსუბუქოთ, ხშირად კი საერთოდ გავაქროთ სხვადასხვა ორგანოს ტკივილი მხოლოდ და მხოლოდ ყურის ნიჟარის მასაჟით. სერტიფიცირებული რეფლექსოთერაპევტი, ჰელენ ლუი ჩინი წერს: “ადამიანს ყურის ზედაპირზე გააჩნია სხეულის ერთგვარი რეფლექსური რუქა, რომელიც შედგება ნერვული დაბოლოებებისგან და დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან.” ამიტომ იგი გვთავაზობს ვისწავლოთ ყურზე 6 ძირითადი წერტილის სტიმულირება, რაც დაგვეხმარება ტკივილისგან გათავისუფლებაში. ამისათვის დაგვჭირდება მხოლოდ პატარა სარჭი, ე.წ. “შპილკა”.
თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს პროცედურა გამოიყენება მხოლოდ მსუბუქი ტკივილის დროს. თუ ტკივილი საკმაოდ ძლიერია, მაშინ დაუყოვნებლივ ექიმთან უნდა წახვიდეთ.
1. ზურგი და მხრები
სხეულის ამ ნაწილზე პასუხისმგებელია ყურის ზედა ნაწილი. ზურგისა და მხრების ტკივილისგან გასათავისუფლებლად, მიიმაგრეთ სარჭი ფოტოზე ნჩვენებ პირველ წერტილზე. დაახლოებიტ 60 წამის შემდეგ იგრძნობთ, რომ სხეული მოდუნებას იწყებს და ტკივილი ქრება.
2. შინაგანი ორგანოები
მეორე წერტილში მდებარეობს შინაგანო ორგანოების ნერვული დაბოლოებები ამიტომ მათი მსუბუქი ტკივილისგან გასათავისუფლებლად სარჭი სწორედ ამ ადგილზე მიიმაგრეთ.
3. სისხლძარღვები
ფოტოზე ნაჩვენები მესამე წერტილი სისხლძარღვებს უკავშირდება.
4. ყელი და ცხვირი
თუ “პილკას” მეოთხე წერტილზე მივიმაგრებთ გაციების პირველივე ნიშნების დროს, სიმპტომები გაქრება.
5. საჭმლის მომნელებელი სისტემა
კუჭსა ან ნაწლავებში უსიამოვნო შეგრძნებისა და მსუბუქი ტკივილის თავიდან ასაცილებლად სარჭი სურათზე ნაჩვენებ მეოთხე წერტილზე მიიმაგრეთ. ასე შეაჩერებთ შებერილობას, სუსტ ტკივილს და დაჭიმულობის შეგრძნებას მუცლის არეში.
6. თავი და გული
სხეულის ორ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე პასუხს აგებს ყურის ბიბილო. დაიმაგრეთ ამ ადგილზე სარჭი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
წყარო: ინტერმედია