დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელს ფოტო რობოტის მიხედვით ეძებენ.
“გთხოვთ გააზიაროთ ამ ფოტო რობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა.გთხოვთ კარგად დააკვირდეთ, ინფორმაციის მომწოდებელი დაჯილდოვდება 10 000 $. ანონიმურობა გარანტირებულია”, – წერს ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.
ცნობისთვის, დიდ დიღომში, 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.