ცხოველთა მოყვარული მიშა კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ძაღლს, რომელსაც თავის ქალას დაზიანებები ჰქონდა, ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.
„გაუძლო, ამოღებულია თავის ტვინიდან ჰემატომა, თავის ქალის ძვლები დალეწილი იყო.
თავის ტვინი დეკომპრესირებულია. ახლა მთავარია ორგანიზმმა პოსტოპერაციულ მკურნალობას გაუძლოს. მიყვარხართ“, – წერს მიშა კაჭკაჭიშვილი.
ცნობისთვის, 24 დეკემბერს, სოციალურ ქსელში. გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები და პირიდან სისხლი სდიოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით. ამ მუხლით ცხოველის წამება ისჯება პატიმრობით.