„ქარბუქი, წვიმა, თოვლი…“ – საქართველოში, ამინდი მკვეთრად იცვლება

23 დეკემბრიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. როგორც „პრაიმტაიმს“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, არამდგრადი ამინდი, 26 დეკემბრამდეა მოსალოდნელი. 

„23 დეკემბრის,  დღის მეორე ნახევრიდან, იწყება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო მასების შემოსვლა და გავრცელება, რაც 26 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება.

მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. ზოგან ძლიერი ქარბუქი გაძლიერდება. დასავლეთის მიმართულების ქარი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 23-24 დეკემბერს ღამით +3,+5 გრადუსი სითბო იქნება, მთიან რაიონებში 0-დან -2 გრადუსამდე დაიკლებს ტემპერატურა, მაღალმთიან რაიონებში კი -6, -8 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. 


თბილისში, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა და ქარის გაძლიერება.

დედაქალაქში 25 დეკემბრის ღამეს 0° გრადუსი იქნება, 26-27 დეკემბერს კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიკლებს“,- გვითხრა დოდო გვაზავამ. 

31 დეკემბრის ამინდზე კი, დოდო გვაზავამ გვითხრა, რომ ჯერჯერობით თოვლი არ ჩანს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *