ფარდების რეცხვისას ბევრი უშვებს ამ შეცდომას – გაითვალისწინეთ და შეინარჩუნეთ სიქათქათე!

ბევრი დიასახლისისთვის ცნობილია ისეთი პრობლემა, როგორიც არის თეთრი ფარდების მიერ ფერის დაკარგვა. დიახ, გაქვთ ახალთახალი, ქათქათა, ჰაეროვანი ტულის ფარდა, მაგრამ გარეცხავთ და… ვეღარ იცნობთ! მაინც საიდან ჩნდება ეს სიყვითლე, უსიამოვნო ჭუჭყისფერი?

image

გული არ გაიტეხოთ, არსებობს ეფექტური მეთოდი იმისათვის, რომ გარეცხის შემდეგ დელიკატურ ქსოვილებზე ყვითელი-ჭუჭყისფერი შეფერილობა თავიდან ავიცილოთ!
როგორ გავრეცხოთ სწორად ტული

იმისათვის, რომ ქსოვილმა ბრწყინვალება, სიქათქათე და თავდაპირველი სილამაზე შეინარჩუნოს, პირველ რიგში მიაქციეთ ყურადღება წყლის ტემპერატურას. ჩაალბეთ ტული 30-35 გრადუსი ტემპერატურის მქონე მოთბო წყალში. თუ წყლის ტემპერატურა უფრო მაღალი იქნება, ქსოვილის სტრუქტურა დაიშლება და ტული აუცილებლად გაყვითლდება!

image

მერე ეტაპია მარილის დამატება: წყლიან ჭურჭელში დაამატეთ მარილი (1 ს.კ. / 1 ლ.) და ამ ნარევში გააჩერეთ ფარდა საათნახევარი. ეს პროცედურა დაგეხმარებათ უკვე გაჩენილი ყვითელი ლაქების ამოყვანაშიც და ტულის იდეალურად გარეცხვაში. ჩალბობის შემდეგ გაავლეთ ტული ისევ და ისევ ოდნავ თბილ წყალში. გახსოვდეთ: წყლის ტემპერატურა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია!

image

ამის შემდეგ გარეცხეთ ფარდა სინთეთიკური ქსოვილებისთვის გათვალისწინებული თხევადი სარეცხი საშუალებით. მოეპყარით ძალიან ფრთხილად, არ ჭყლიტოთ და არ გაწუროთ – უბრალოდ ფაქიზად ჩამოწურეთ წყალი.
იმისათვის, რომ ტულს თავდაპირველი ბრწყინვალება დაუბრუნოთ, გრილ წყალში დაამატეთ ძმარი, პროპორციით 1 ს.კ. / 1 ლ. წყალზე. გაავლეთ ამ ნარევში და ქსოვილი სახეს იცვლის!

image

თუ ტული თეთრია და გსურთ ბრწყინვალე თოვლისფერი შესძინოთ, ცივ წყალში დაამატეთ სულ ცოტა, ორიოდე წვეთი ლილა. წყალი გახდება ღია ცისფერი. გაავლეთ მასში ფარდა და ნახავთ, როგორი ქათქათა და თვალისმომჭერლ ფერს მიიღებს!
შეიძლება თუ არა ტულის გარეცხვა სარეცხ მანქანაში?

image

სარეცხი მანქანით ფარდის გარეცხვა სეიძლება, მხოლოდ ყველაზე დელიკატურ რეჟიმზე და აუცილებლად გაწურვის გარეშე.
მანქანაში გსარეცხად მოათავსეთ ტულის ფარდები სპეციალურ ტომარაში. თუ ასეთი ტომარა არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ბალიშისპირი.

image

გარეცხვის შემდეგ ამოიღეთ ფარდა ტომრიდან და გაფინეთ. ოდნავ სველი ფარდა უკვე შეგიძლიათ გააუთოოთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *