დადუ კერატიშვილს, რომელიც 2 დღის წინ, საგარეჯოში, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან. ის 5 თვის ფეხმძიმე იყო.
„30 დეკემბერს 21 წლის გახდებოდი…“.
„დადუ, შენ ჩვენი დიდი მოუშუშებელი ტკივილი ხარ, მშვიდად განისვენე შენს პატარასთან ერთად“.
„არ მჯერა, რომ დედამ შენზე მითხრა… ჩემო ბავშვობის მეგობარო, შენ ხომ მუცელში ანგელოზი გყავდა. შენ ხომ ბედნიერი იყავი შენი ცხოვრებით და ათბობდი შენს გვერდზე მყოფ ადამიანებს…“.
„რა საშინელებაა. ახალი დაოჯახებულია თან. ღმერთო, რამდენი უსამართლობა ხდება დედამიწაზე. გული დამიმძიმდა“
„პრინცესა დადუ, რატომაა ასეთი უსამართლო ეს სამყარო… მისი პოზიტიური სმს აღარ მოვა ჩვენი ციფრულების ჩათში. ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის… არასდროს დაგვავიწყდები “, – წერენ გარდაცვლილის მეგობრები.