ცნობილი ხდება რომის პაპის გარდაცვალების მიზეზი

ვატიკანი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ ოფიციალურ სამედიცინო დასკვნას აქვეყნებს, რომელიც ელექტროკარდიოგრაფიული თანატოგრაფიით დადასტურდა.

Vatican News-ის ცნობით, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა, რასაც კომა და შეუქცევადი გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი მოჰყვა.

სამედიცინო დასკვნის თანახმად, პაპს ადრე ჰქონდა მწვავე რესპირატორული უკმარისობა, რომელიც გამოწვეული იყო ორმხრივი პნევმონიით, მრავლობითი ბრონქოექტაზიით, მაღალი არტერიული წნევით და II ტიპის დიაბეტით.

One thought on “ცნობილი ხდება რომის პაპის გარდაცვალების მიზეზი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *