მკვლელობა ვანის მუნიციპალიტეტში – გავრცელებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი მოკლა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ შუაგორაში მეზობელმა მეზობელი მოკლა – “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, დანაშაული რამდენიმე დღის წინ მოხდა და არსებული ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. დანაშაულის იარაღი სანადირო თოფია.

შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. გამოძიება კი 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *