გაიგეთ რა გელით ნოსტრადამუსის ზუსტი ცხრილის მიხედვით 

მსოფლიოსთვისაა ცნობილი ფრანგი წინასწარმეტყველი მიშელ დე ნოსტრადამუსი, რომელმაც არაერთი მოსალოდნელი კატასტროფა თუ ომი ამცნო მსოფლიოს. მისი წინასწარმეტყველება სრული სიზუსტით, დღემდე გრძელდება. ცხრილის დახმარებით შეძლებთ გაიგოთ თქვენთვის ნებისმიერ, საინტერესო კითხვაზე პასუხი.

კონცენტრირდით კითხვაზე, თითი ან მაუსი მიიტანეთ მოცემულ ცხრილზე და შესაბამისი რიცხვის პასუხი წაიკითხეთ.

image

1. დიახ! სულიერი ძალა, ინტუიცია და მეგობრების რჩევები, მოგცემთ საშუალებას წარმატებას მიაღწიოთ.

2. დიახ! ახლო მომავალში მოხდება რაღაც საინტერესო, რაც აღგაფრთოვანებთ. მთავარია არ დაკარგოთ მოთმინების უნარი.

3. დიახ! წარმატება თქვენს ხელთაა, მიიღეთ მაქსიმუმი ცხოვრებისგან.

4. მოვლენებს ნუ გაუსწრებთ. თქვენი გზა სავსეა დაბრკოლებებითა და სირთულეებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ კონცენტრირდით საქმეზე.

5. წინასწარ დარდობთ პრობლემაზე, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობს! მოდუნდით და იფიქრეთ კარგზე.

6. არ ენდოთ ხალხს, რომლებიც თქვენს გარშემო ტრიალებენ, ბევრი არაკეთილიმსურველი გყავთ, ამიტომ ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად.

7. სასურველ შედეგს, მხოლოდ ახლობლების დახმარებით მიაღწევთ. ჰკითხეთ მეგობრებს რჩევები.

8. დაეყრდენით თქვენს ინტუიციას, მიაღევთ წარმატებას, მაგრამ დიდი ძალისხმევის შედეგად.

9. უფრო კი, ვიდრე არა. ბედი გეხმარებათ, რომ ყველაფერი ისე მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, როგორც უკეთესია და ეს იმაზე სწრაფად მოხდება, ვიდრე ელოდებით.

10. თავდაჯერება გაკლიათ და ხართ მრისხანე, რაც გარშემომყოფებს აფიქრებინებს, რომ არა საიმედო ადამიანი ხართ.

11. მოქმედების დროა. გამოიჩინეთ ინიციატივა და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

12. ზოგჯერ, რაღაც ისე ვერ აეწყობა, როგორც თქვენ გსურთ და დამერწმუნეთ, რომ ასე უკეთესია.

13. დაფიქრდით, ნამდვილად ხართ მზად იმისთვის, რასაც ითხოვთ?! ეჭვები გტანჯავთ, ამიტომ პასუხი დადებითი ვერ იქნება.

14. დაბრკოლებები და სირთულეები უნდა გაძლიერებდეთ იმ გზაზე, რომელსაც წარმატებისკენ მიჰყავხართ. მიზნისთვის, სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლეთ!

15. დიახ! შემთხვევით არაფერი ხდება. თქვენი მიზნები ჰორიზონტზე ჩანს.

16. ეჭვებითა და შიშით ხართ სავსე. დაგმეთ ნეგატივი და გაეხსენით სამყაროს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მიზნის მიღწევას.

17. თქვენგან დამოუკიდებლად წარმატება თქვენს მხარესაა. უდიდეს სიხარულს ელოდეთ წუთი-წუთზე.

image

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *