ცნობილი ქართველი წყვილები დიდი ასაკობრივი სხვაობით

image

1. თიკა ფაცაცია და დავით ანთელიძე

image

მოდელი და ტელეწამყვანი 17 წლის ასაკში დაქორწინდა ბიზნესმენ დავით ანთელაძეზე. ზუსტად რამდენი წლითაა მეუღლე თიკაზე უფროსი უცნობია, რადგან დავითს არ მოსწონს საჯარო ცხოვრება და არც თიკა ამხელს ოჯახის შესახებ დეტალებს. წყვილს 3 ვაჟი ჰყავს.

2. კახა კალაძე და ანუკი არეშიძე

image

პოლიტიკოსი და დიზაინერი ჯერ კიდევ მაშინ დაქორწინდნენ როცა კახა ფეხბურთელი, ანუკი კი მოდელი იყო. წყვილს შორის 11 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა, თუმცა ქორწინება მყარი გამოდგა და ამჟამად 4 შვილის მშობლები არიან.

3. თემურ უგულავა და ნინი ნებიერიძე

image

ბიზნესმენი თემურ უგულავა და მასზე 29 წლით უმცროსი მოდელი ნინი ნებიერიძე 2015 წელს დაქორწინდნენ. მათ 2 შვილი ჰყავთ, თუმცა როგორც დაახლოებული პირები ამბობენ, ისინი გასულ წელს დაშორდნენ.

4. ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე

image

მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობის, ხათუნას სკანდალური განქორწინების და მარტოცელა დედობის მიუხედავად, ახალგაზრდა მომღერალმა ზურა ხაიძემ მაინც გადაწყვიტა მასზე დაქორწინება და უკვე 20 წელია ერთად არიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *