სკანდალები და გადატანილი ინსულტი – როგორ ცხოვრობს და როგორ გამოიყურება ახლა ერთ დროს პოპულარული “ველური კატა”?

სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რულ ქარ­თვე­ლებს აუ­ცი­ლებ­ლად ემახ­სოვ­რე­ბათ მექ­სი­კუ­რი ტე­ლე­ნო­ვე­ლა “ვე­ლუ­რი კატა,“ რომ­ლის მთა­ვარ­მა გმირ­მაც მა­ყუ­რებ­ლის გული ად­ვი­ლად მო­ი­გო.

მშვე­ნი­ე­რი მარ­ლენ ფა­ვე­ლა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სწო­რედ ამ რო­ლით გახ­და, დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს პო­პუ­ლა­რო­ბას და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

  • ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბი

სილ­ვია მარ­ლენ ფა­ვე­ლა მე­რა­სი 1976 წლის 5 აგ­ვის­ტოს მექ­სი­კის პა­ტა­რა ქა­ლაქ სან­ტი­ა­გო პა­პას­ჩი­ა­რო­ში და­ი­ბა­და. მომ­ხიბ­ვლე­ლი გო­გო­ნა ბავ­შვო­ბი­დან­ვე დიდ სცე­ნა­ზე და დი­დე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, დე­და­ქა­ლაქ­ში გა­და­ვი­და და ბე­დის ძი­ე­ბა და­ი­წყო. ოჯახ­ში თქვა, რომ მე­ხი­კო­ში სა­მარ­თლის შე­სას­წავ­ლად მი­დი­ო­და, მაგ­რამ დე­და­ქა­ლაქ­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე და­ი­ვი­წყა ად­ვო­კა­ტო­ბის იდეა, რო­დე­საც შემ­თხვე­ვით პრო­დი­უ­სერს შეხ­ვდა, რო­მელ­მაც სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა შეს­თა­ვა­ზა.

ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გო­გო­ნა მო­დე­ლად მუ­შა­ობ­და, სა­ოც­ნე­ბო დი­დე­ბა კი არ ჩან­და. ერთ დღეს “ტე­ლე­ვი­ზას“ სტუ­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა შე­ნიშ­ნეს და სტი­პენ­დია და­უ­ნიშ­ნეს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბის შეს­წავ­ლას შეძ­ლებ­და. გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დე­გაც ლა­მაზ­მანს ვე­რა­ვინ ამ­ჩნევ­და, გო­გო­ნამ მხო­ლოდ ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბის მი­ღე­ბა შეძ­ლო და ეს ძა­ლი­ან დიდ­ხანს გაგ­რძელ­და. მარ­ლენ ფა­ვე­ლამ და­ახ­ლო­ე­ბით შვი­დი წელი და­უთ­მო სე­რი­ა­ლებ­ში მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გმი­რე­ბის თა­მაშს, თუმ­ცა ოც­ნე­ბამ­დე მი­სას­ვლელ­მა რთულ­მა გზამ ვერ გა­ტე­ხა, ჯი­უ­ტად სჯე­რო­და რომ ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ წინ ჰქონ­და.

  • დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა

სა­ბო­ლო­ოდ, იღ­ბალ­მა 2002 წელს გა­უ­ღი­მა, რო­დე­საც 26 წლის ასაკ­ში სე­რი­ალ­ში “ვე­ლუ­რი კატა“ მი­იწ­ვი­ეს. გო­გო­ნას უნდა ეთა­მა­შა მთა­ვა­რი გმი­რი – რო­ზა­უ­რა რი­ო­სი, გუ­ლუბ­რყვი­ლო ღა­რი­ბი ლა­მაზ­მა­ნი, რო­მელ­მაც დედა და­კარ­გა და ალ­კოჰო­ლიკ მა­მას­თან ერ­თად ქოხ­ში ცხოვ­რობ­და, მდი­და­რი ოჯა­ხის ზღაპ­რუ­ლი რან­ჩო­დან არ­ცთუ ისე შორს.

ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ელი­ტა­რუ­ლი ოჯა­ხის შთა­მო­მა­ვალს (ამ როლს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი მა­რიო ჩი­მა­რო თა­მა­შობ­და) და ღა­რიბ ლა­მაზ­მანს ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დე­ბათ.

აქამ­დე ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი მარ­ლენ ფა­ვე­ლა პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი გმი­რი გახ­და. “ვე­ლურ­მა კა­ტამ“ ქალს პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. კითხვის გაგრძელება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *