შალვა ნათელაშვილმა ნიკა გვარამიაზე სკანდალური განცხადება გააკეთა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილთან გარიგების სანაცვლოდ, 40 მილიონი აიღო.

„ნიკა გვარამიას გასაგონად ვამბობ, თუ ივანიშვილთან ბრძოლა გინდოდა, არ უნდა გარიგებოდი არჩევნების წინ, რომ ნიკა გილაურს მოვიყვან პრემიერ მინისტრად, არ უნდა დაგეკეტა ლეიბორისტული პარტია და თქვენი მონა მორჩილი მთავარ არხზე, რაც დღემდე გრძელდება და როგორც ბოროტი ხმები ამბობენ და პირში გეუბნებიან, არ უნდა აგეღო ივანიშვილისგან 40 მილიონი, ფარისევლობამ ასეთი შედეგები იცის“, — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *