BBC-ის ცნობით, ირლანდიაში, ბელფასტში, 28 წლის მოკრივე, ჯონ კუნი უელსელ ნათან ჰოველსთან ბრძოლის დროს მიღებული ტრავმის შედეგად დაიღუპა
კუნს „ოლსტერ ჰოლში“ გამართული დაპირისპირების შემდეგ, თავის ქალის შიდა სისხლდენა დაეწყო და ტვინზე ზეწოლის შესამსუბუქებლად ოპერაცია ჩაუტარდა.
მოკრივეს პირველადი სამედიცინო დახმარება რინგზევე გაუწიეს, დარბაზიდან საკაცით გაიყვანეს და ვიქტორიას სამეფო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიის ცნობით, სპორტსმენი სიცოცხლისთვის ერთი კვირის განმავლობაში იბრძოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.