რუსთავში ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა და დაიწვა

აღმაშენებლისა და გარეჯის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდთან (ე.წ. ახალ ხიდთან), “ბეემვე”-ს მარკის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა. ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით მანაქნაში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მათ ავტომობილიდან გამოსვლა დროულად მოახერხეს. ახალგაზრდებმა მცირე დაზიანებები მიიღეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

წყარო: ინფო რუსთავი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *