როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ნახეთ “ვივამედის” დირექტორის განმარტება

ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი, ჟურნალისტი, მზია ამღლობელი სამკურნალოდ  “ვივამედში“ დატოვეს.

ინფორმაცია “პირველებს“ კლინიკის დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დაუდასტურა.

როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ნახეთ “ვივამედის” დირექტორის განმარტება

“მე შემიძლია დაგიდასტუროთ ინფორმაცია, რომ კლინიკაში შემოვიდა პაციენტი ამაღლობელი, მას ჩაუტარდა ლაბორატორიული და ისნტრუმენტალური კვლევებეი. ნანახი იქნეა პასუხები და პაციენტს შევთავაზეთ სტაციონალური მკურნალობა, რაზედაც ის დათანხმდა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი 24-ე დღეა საპატიმროში შიმშილობს. ის 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *