თბილისში დაკარგული ახალგაზრდა ქალი, ნინო ციცვიძე იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
„ვიპოვეთ, სახლშია და თავს კარგად გრძნობს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მის მოძებნაში გვეხმარებოდა“, – ამბობს ოჯახის ახლობელი.
ცნობისთვის, ნინო ციცვიძე ორსულადაა, ოჯახი მას გასული კვირის ოთხშაბათიდან ეძებდა
ორსული გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა იპოვეს – როგორც ირკვევა ნინო ციცვიძე უგონო მდგომარეობაში ნახეს და ახლა სახლში იმყოფება.“მეგობრებო საჭორაოდ ნუ მწერთ დიახ ფსიქიკური პრობლემები აქვს და არის ორსულად რაამე რო ვიცოდე უფრო მეტი დავწერდი დეტალებს” – წერს ერთ-ერთი ახლობელი.