გვაქვს ვერსიები, რომ სხვამ დატოვა მისი ნივთები და რაღაც სცენარს ათამაშებს… ეს დაგეგმილს ჰგავს” – ახალი დეტალები ბათუმში დაკარგულ მოზარდზე

14 დღეა ბა­თუმ­ში და­კარ­გულ 14 წლის მო­ზარდს, ალექ­სან­დრე მი­ქე­ლა­ძეს უშე­დე­გოდ ეძე­ბენ. იგი 16 იან­ვარს, 22 სა­ა­თი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და და მას შემ­დეგ კვალს ვერ­სად მი­აგ­ნეს. ალექ­სან­დრე ბა­თუ­მის წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზი­ის მე­ცხრე კლა­სის მოს­წავ­ლეა. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ მისი პი­რა­დი ნივ­თე­ბი და ტე­ლე­ფო­ნი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, სკამ­ზე იპო­ვეს, თურ­მე კა­მე­რებ­ში ჩანს, სა­ნა­პი­როს­კენ მი­მა­ვა­ლი ბი­ჭიც და მას შემ­დეგ კვა­ლი ქრე­ბა

ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, ალექ­სან­დრე იმ სა­ღა­მოს ინ­გლი­სუ­რის გაკ­ვე­თი­ლი­დან მარ­ტო გა­მო­ვი­და და მას შემ­დეგ და­ი­კარ­გა. საქ­მე­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩარ­თუ­ლია პო­ლი­ცია, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, ხელ­ჩა­სა­ჭი­დი არა­ფე­რია.
რად­გან დი­დია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი და ყვე­ლა ელო­დე­ბა ალექ­სან­დრეს გა­მო­ჩე­ნას, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მეტი დე­ტა­ლის გა­სარ­კვე­ვად ად­ვო­კატ პა­ა­ტა შა­ვა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით.

– ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, რო­გორც ვი­ცით, ჩა­ერ­თეთ საქ­მე­ში, რას გე­უბ­ნე­ბათ გა­მო­ძი­ე­ბა?

– მე ვარ ალექ­სან­დრეს ად­ვო­კა­ტი, ბუ­ნებ­რი­ვია, საქ­მე აღ­ძრუ­ლი იყო და მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბიც ჩა­ტა­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ბავ­შვი არ იყო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­ვე­ცი შე­სა­ბა­მი­სი მი­თი­თე­ბა, და­ვუ­სა­ბუ­თე, რომ ეს იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ჩემი ჩარ­თვი­დან ერთ სა­ათ­ში ალექ­სან­დრე მი­ქე­ლა­ძე ცნო­ბი­ლია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად. ახლა საქ­მის მა­სა­ლებს ამ­ზა­დე­ბენ, რომ გად­მოგ­ვცენ და ამ სტა­ტუ­სის შემ­დეგ, ჩვენ უკვე შეგ­ვიძ­ლია სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამო­ვი­ღოთ, თუ რა ხდე­ბა ამ საქ­მე­ზე. საქ­მის კურ­სში ვარ, არა­ერ­თი გან­ჩი­ნე­ბაა სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი, არა­ერ­თი ვი­დე­ოა ამო­ღე­ბუ­ლი და მუ­შა­ო­ბენ. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ბავ­შვი ცო­ცხა­ლია, ჯან­მრთე­ლია და არ მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ ის აღარ არის. ჩემი ინ­ტუ­ი­ცი­აც მაძ­ლევს იმის თქმის უფ­ლე­ბას, რომ ვთქვა – ბავ­შვი ცო­ცხა­ლია. ის რა­ღა­ცას გა­ექ­ცა. ეს ში­ნა­გა­ნი პრო­ტეს­ტია თუ რა, სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვე­ვა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბი მი­დის, რაც ნა­თელს მო­ფენს ამ საქ­მეს.

განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *