არაბულ ციხეს გადარჩენილი ირაკლი ზარქუა პარლამენტში დაბრუნდა. დე ფაქტო დეპუტატს დღეს ჯოჯოხეთად ქცეული მოგზაურობის შესახებ ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს, მაგრამ „ოცნების“ წევრი თავდაცვაზე გადავიდა და მედიას თავს დაესხა.
ის აცხადებს, რომ ერთ-ერთი ტელევიზიის ერთერში უკვე ისაუბრა ყვეალფერზე და არაა ვალდებული ყველას კითხვებს უპასუხოს.
ზარქუა ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ სამი ათასით დააჯარიმეს და არანაირი 13 ათასი არ ყოფილა.
არ გაგიმართლათ იმედები, 1 წელი მიუსჯესო ხომ ამბობდით, მერე ერთი თვეო, ჯერ 80 ათასიო, ახლა 13 ათასიო, თანდათან უხალოვდებით რეალობას. რეალობა ისაა, რომ მე ამასთან დაკავშირებით, რაც სათქმელი იყო ის ვთქვი, არავის აქვს უფლება შეურაცხყოფა მომაყენოს, მე, ჩემ ოჯახს და ახლობლებს. არანაირი თმენის ვალდებულება არ მაკავებს, როდესაც ჩემ შვილებს და ოჯახს ეხებიან. შესაბამისად, მომავალშიც, როცა იქნება ანალოგიური პროვოკაცია, იგივეს მიიღებენ. გინდა ციხეში წავიდე, გინდა ჯარიმა გადავიხადო, ღირსება ყოველთვის მექნება, რადგან ქართველი ვარ და ასე ვმოქმედებ. ამ თემაზე მე ამოვწურე“, – თქვა ზარქუა.
ზარქუა განსაკუთრებით გააღიაზიანა გიორგი გოგოლაძეზე დასმულმა კითხვამ, ახალგარზდა კაცზე, ვინც “ოცნების“ წევრების დასაცავად თეფში ისროლა და მან ჟურნალისტებს პასუხი არ გასცა.
“აი, ეს არის, მე რაც ვთქვი, ზუსტად ის იყო და არ ვაპირებ თქვენთვის გავიმეორო“- განაცხადა ზარქუამ.
კითხვებზე არ უპასუხა „ოცნების“ დეპუტატმა ვიქტორ სანიკიძემაც.
“რატო უნდა გითხრა რამდენი გადავიხადე, არ ვარ ვალდებული“ – უთხრა მან “პირველების“ ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარული ჯგუფურად თავს დაესხნენ მოქალაქეს, ლაშა გაბიტაშვილს, რომელმაც “ოცნების” დეპუტატებს “მონები” და “რუსები” ეძახა.
წყარო: newposts.ge