„მამას ჰგავს“ – ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ პატარა დამიანეს სახე პირველად გამოაჩინეს

ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში გვიზიარებს ფოტოს, სადაც მათი შვილის, დამიანეს სახე ჩანს.

აღსანიშნავია, რომ წყვილმა შვილის სახე სოციალურ ქსელში პირველად გამოაჩინა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ გუნდში გადავიდა, სადებიუტო შეხვედრა „რეიმსთან“ ჩაატარა, რომელიც ფრედ დასრულდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა და ლიგა 1-ში პირველი საგოლე მოქმედება ჩაიწერა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *