21 წლის პატარძალმა საქმრო ქორწინების დღეს გაცვალა

პირველი, რაც იყო, გოგონამ დაურეკა აწ უკვე მიტოვებულ ქმარს და უთხრა, რომ ახალი საყვარელი მასზე უფრო მაგარია ლოგინში.

21 წლის მეგანმა ქორწილიდან 6 დღის შემდეგ მიატოვა 40 წლის ქმარი. შოტლადიელმა წყვილმა ძვირფასი ქორწილი მექსიკაში გადაიხადა, რომელიც 30 000 ევრო დაჯდა, ნათესავების და მეგობრების თანდასწრებით წყვილმა სიყვარული შეჰფიცა ერთმანეთს კუბოს ფიცრამდე, თუმცა ეს “სიყვარული” ერთი კვირაც არ გაგრძელდა – იუწყება The Sun-ი.

image40 წლის ენდი მიტჩელის განცხადებით, მისმა ცოლმა, მეგანმა მომავალი საყვარელი ე.წ.Bachelorette party-ზე(წინასაქორწინო საღამო, სადაც გასათხოვარი გოგო ახლო მეგობრებთან(გოგონებთან) ერთად იკრიბება და დროს ატარებს) გაიცნო, არა და, მანამდე მათი ურთიერთობა იყო იდეალური. ცოლმა განუცხადა, რომ ახალი პარტნიორი მასზე უკეთესი იყო საქმეში.

image

“გულახდილად რომ ვთქვა, ბრიყვი გამომიყვანა, შოკში ვარ ამ სისაძაგლის გამო. წინაღამით დამირეკა და მითხრა, ის ბევრად გჯობია ლოგინშიო”.

სხვათა შორის, თვითონ მეგანი ამტკიცებს, რომ ამ 6 დღის განმავლობაში არ დაწოლილა ახალ საყვარელთან.

imageწყვილმა რამდენიმე წლის წინ გაიცნო ერთმანეთი. დასახლდნენ ერთ პატარა შოტლანდიურ სოფელში და მას შემდეგ სულ ერთად იყვნენ. მიტჩელის განცხადებით, მეგანის ოცნება იყო, ქორწილი მექსიკაში გადაეხადათ, მამაკაცმა აუხდინა მეგანს ეს ოცნება, თუმცა ქორწილიდან რამდენიმე დღეში მეგანი გაექცა.

image

როგორც ცნობილი გახდა, მეგანი ქორწილამდე 8 კვირის განმავლობაში ხვდებოდა თავის ახალ საყვარელს.

ამასობაში ენდი მიტჩელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყიდის ქორწინების ბეჭედს და ისიც აღნიშნა, რომ უკვე იპოვა ახალი სიყვარული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *