“სა­ო­პე­რა­ცი­ოდ მიჰყავდათ”- ცნობილია უმძიმესი ავარიის შედეგად დაღუპულთა ვინაობა

დღეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც ბაკურციხე – თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, ბარჯისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, 4 ადამიანი დაიღუპა.

თვითმხილველების თქმით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მსუბუქ ავტომანქანებს დაეცა. შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რო­გორც AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლი ოსი­ტაშ­ვი­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი უყ­ვე­ბი­ან, ტრა­გე­დია იმ დროს მოხ­და, როცა ოსი­ტაშ­ვი­ლე­ბი და ჭუ­ა­ძე გურ­ჯა­ან­ში მი­დი­ოდ­ნენ.

“ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს, მამა და შვი­ლე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. გურ­ჯა­ან­ში მიჰ­ყავ­და დათო ჭუ­ა­ძეს ქვის­ლი სა­ო­პე­რა­ცი­ოდ, სწო­რედ ამ დროს მოხ­და ავა­რია. სა­უ­ბა­რიც მი­ჭირს, ვე­რა­ფერს ვამ­ბობ” – გვიყ­ვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი.

რო­მან ოსი­ტაშ­ვი­ლი და მისი ვა­ჟე­ბი ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახშნის ვე­ლე­ბი­დან იყ­ვნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *