რესტორან “ბაბილოსთან“, სადაც მოსამართლეების კორპორატიული წვეულება მიმდინარეობს, ნანუკა ჟორჟოლიანი სხვა აქტივისტებთან და შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად იმყოფება.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს. ისინი აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ადგილზე ცოტა ხნის წინ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხი იყო მისული: