არ გაგიჩნდათ კითხვა, რატომ არ არის სიაში ღარიბაშვილი?”- რას ამბობს გია ხუხაშვილი?

თა­ვი­დან­ვე ჩა­ნა­ფიქ­რი იყო, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბით ევაჭ­რათ, რო­გორც ტე­რო­რის­ტე­ბი აკე­თე­ბენ, მძევ­ლე­ბი აჰ­ყავთ და შემ­დეგ ამ მძევ­ლებს რა­ღა­ცა­ში ცვლი­ან ან უბ­რა­ლოდ ყი­დი­ან, – ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მო­სა­მარ­თლე ქე­თე­ვან ჯაჭ­ვა­ძის მიერ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

რო­გორც გია ხუ­ხაშ­ვილ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ იცი­ან, ვის­თან და რაზე ივაჭ­რონ და ეძე­ბენ მო­მენტს და ვი­თა­რე­ბას, რო­დე­საც ეს იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

“თა­ვი­დან­ვე, როცა მა­სობ­რი­ვი და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი და­ი­წყო და 500-მდე პირი იქნა აყ­ვა­ნი­ლი, ჩა­ნა­ფიქ­რი იყო მარ­ტი­ვი, ერთი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ში­ნე­ბა, რომ ხალ­ხი ქუ­ჩა­ში არ გა­მო­სუ­ლი­ყო და მე­ო­რე, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბით ევაჭ­რათ. რო­გორც ტე­რო­რის­ტე­ბი აკე­თე­ბენ, მძევ­ლე­ბი აჰ­ყავთ და შემ­დეგ ამ მძევ­ლებს რა­ღა­ცა­ში ცვლი­ან ან უბ­რა­ლოდ ყი­დი­ან და ფულს იღე­ბენ. ეს ტექ­ნო­ლო­გი­აა ახ­ლაც. პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა ვერ შეს­რულ­და იმი­ტომ, რომ ამით ვე­რა­ვინ ვერ შე­ა­ში­ნეს და ახლა უნ­დათ, რომ გა­ყი­დონ. იმი­სათ­ვის, რომ გა­ყი­დონ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ვი­ღაც უნდა და­ე­ლა­პა­რა­კოს და შე­ვი­დეს ვაჭ­რო­ბა­ში, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ამის სივ­რცეს ვერ ხე­დავს. არ იცი­ან ვის­თან და რაზე ივაჭ­რონ და ეძე­ბენ მო­მენტს და ვი­თა­რე­ბას, რო­დე­საც ეს იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს ხალ­ხი ან ქვეყ­ნის შიგ­ნით უნდა მი­ყი­დონ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა­ღა­ცის ფა­სად, ან უნდა მი­ყი­დოს და­სავ­ლეთს რა­ღა­ცის ფა­სად, თუმ­ცა ჩემი აზ­რით, ეს მა­ტა­რე­ბე­ლი უკვე წა­სუ­ლია“, – გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *