რას ამბობს თქვენს შესახებ ის თუ როგორ მუჭავთ ხელს 

სურათი 1

გარეგნული პიროვნება

თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ძლიერი წარმოსახვა და თანაგრძნობის უნარი აქვს. ხანდახან ხართ მოუთმენელი და იმპულსური. გაწუხებთ დაუცველობის გრძნობა. მოგწონთ სხვების დახმარება და თქვენი ენერგიით სხვებსაც შთააგონებთ.

შინაგანი პიროვნება

შინაგანად გინდათ, რომ დაცულად იგრძნოთ თავი, რის გამოც სხვების თვალში კარგად გამოიყურებით. ხანდახან ადამიანები ცდილობენ თქვენით ისარგებლონ, სინამდვილეში კი ძალიან კარგად იცით ვინ არის სწორი და ვინ არასწორი.

დამოკიდებულება სიყვარულისადმი

თვენ სიყვარულს ღრმად განიცდით, მაგრამ არ შეგიძლიათ მისი გამოხატვა და კარგად მალავთ შინაგან ემოციებსაც.


სურათი 2

გარეგნული პიროვნება

თქვენ სასიამოვნო პიროვნება ხართ, ამავე დროს ნიჭიერი და ქარიზმატული, რის გამოც ბევრი მეგობარი გყავთ. ხართ გულწრფელი, შრომისმოყვარე და ერთგული. სამუშაოს შესრულებისას ხართ თავდაჯერებული და მუდამ გაქვთ ახალი იდეები.

შინაგანი პიროვნება

შინაგანად საკმაოდ მგრძნობიარე ხართ, სხვებისგან დიდი იმედები გაქვთ. ცდილობთ გქონდეთ სხვების მხარდაჭერა და გიჭირთ ხოლმე უარის თქმა. როდესაც საქმე არ მიდის თქვენი გეგმების შესაბამისად დემორალიზებული ხართ, ამიტომ მუდმივად გჭირდებათ ვინმეს წახალისება.

დამოკიდებულება სიყვარულისადმი

ძალიან ბევრს ფიქრობთ, გაწუხებთ დეპრესიული აზრები და მოგონებები. თქვენ გჭირდებათ ისეთი პარტნიორი, რომელიც დაგიცავთ ამ დეპრესიული ფიქრებისაგან. ძალიან გიყვართ თქვენი პარტნიორი, თუმცა გაშინებთ ის აზრი, რომ ამ ყველაფრის გამო, ოდესღაც მოსწყინდებით და შესძულდებით.


სურათი 3

გარეგნული პიროვნება

ხართ ძალიან პრაქტიკული, კრეატიული და კარგი მოსაუბრე. გაქვთ ფხიზელი გონება და გიყვართ მანიპულაცია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ახდენთ შთაბეჭდილებას პროგრესის მიღწევისას ხშირად გაწუხებთ შფოთვა და მგრძნობელობა.

შინაგანი პიროვნება

ბუნებით ძალიან მგრძნობიარე ხართ და ამჯობინებთ იყოთ ჩუმი ადამიანი. ბევრს ფიქრობთ სხვებზე და არასოდეს აყენებთ ზიანს მათ. თქვენც ამავეს მოელით სხვებისგან, რომ გაგიგებენ და შესაბამისად მოგექცევიან.

დამოკიდებულება სიყვარულისადმი

არ გიყვართ აურზაური და გირჩევნიათ მშვიდობიანი გარემო, ასევეა ურთიერთობებშიც. ბუნებით ძალიან რბილი და მგრძნობიარე ხართ, ამის გამო ადვილად შეგიძლიათ პატიება, მაშინაც კი როცა ძალიან გტკენენ გულს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *