“ვაჟკაცურად ებრძოლა ვერაგ სენს”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

ვაზიანის N 2 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ვაზიანის N 2 საჯარო სკოლა: პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები მწუხარებას გამოთქვამენ IX კლასის მოსწავლის, ლიზი უგულავას გარდაცვალების გამო.

ანგელოზების დასს შეუერთდა საოცრად თბილი, მოსიყვარულე, კარგი: მოსწავლე, ამხანაგი, მეგობარი, შვილი და დაიკო.

ვაჟკაცურად ებრძოლა ეს სიფრიფანა გოგო ვერაგ სენს, სამწუხაროდ დამარცხდა. დაგვიტოვა ტკივილი და თბილი მოგონებები.

უფალმა გაანათლოს შენი სული ლიზი, ოჯახს გამძლეობას ვუსურვებთ…“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *