7 წელია ახალი წლის ღამეს დასაძინებელ წამალს ვსვამ და ვიძინებ… არც ნაძვის ხე, არც გოზინაყი და სუფრა… წელს ძალებს ვეძებ… ბევრი ნუცა იდგება იქ, სიცოხლის ძალას მომცემენ!”

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში წერს:

“7 წელია ახალი წლის ღამეს დასაძინებელ წამალს ვსვამ და ვიძინებ, ყველაზე რთული ღამეა ჩემთვის. სიცოცხლის, ბავშვების, ზღაპრულობის დღესასწაულია. ჩემს სიკვდილში ყოფნასთან, თანხვედრაში რომ არ მოდის. არც ნაძვის ხე, არც გოზინაყი და სუფრა… წელს ძალებს ვეძებ, რომ შევძლო, მინდა გამომივიდეს. მე, ბუბუ და დუდი რუსთაველზე მივდივართ! ბევრი ნუცა იდგება იქ, სიცოხლის ძალას მომცემენ!”

როგორც ცნობილია, ჟურნალისტ მაია ასათიანს 2017 წელს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს – მისი ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობდა, მოულოდნელად მენინგიტით გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *