ნიკა გვარამია,ნანუკა ჟორჟოლიანის მთავარი არხის დატოვებას ეხმაურება.

ტელეჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ „მთავარი არხის“ დატოვებას, ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ნანუკა ჟორჟოლიანმა „მთავარი არხი“ დატოვა: ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებ „ტვ პირველთან“ და „ფორმულასთან“

როგორც ნიკა გვარამია წერს, „მეგობრობა სამსახურის გამო არ მთავრდება“.

„რა თქმა უნდა, ძალიან ძალიან საწყენია, მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ ნანუკა ჟორჟოლიანს. ცხადია, მეგობრობა სამსახურის გამო არ მთავრდება“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუკში“.

„ორი წელია არ ვარ „მთავარი არხის“ თანამშრომელი… ოქუაშვილმა მე დამასახელა დირექტორობის კანდიდატად, მაგრამ ჩემი წამოსვლა ამას არ დაუკავშიროთ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

„მთავარ არხზე“ ლელა წურწუმიას გადაცემა შეჩერებულია – „მიზეზი ფინანსების არარსებობაა, სავარაუდოდ, აღარ გაგრძელდება“

ცნობისათვის, ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა „სხვა ნანუკა“ „მთავარ არხზე“ აღარ გავა. აღნიშნული ინფორმაცია „ფორტუნას“ ნანუკა ჟორჟოლიანმა თავად დაუდასტურა. „დავტოვე ტელეკომპანია „მთავარი არხი“. მიზეზზე არ ვსაუბრობ“ – უთხრა ნანუკა ჟორჟოლიანმა „ფორტუნას“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *