ნანუკა ჟორჟოლიანმა მთავარი არხის დატოვების მიზეზი დაასახელა .

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, მთავარი არხი დატოვა, ამის შესახებ მან ახლახან პოსტი ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ “ტვ პირველთან” და “ფორმულასთან” მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

“მეგობრებო, ვადასტურებ რომ დავტოვე ტელეკომპანია მთავარი.

არ ავხსნი როგორ მიყვარს ეს ტელეკომპანია. ჩემი დრო, ენერგია და სიყვარული მაქვს ჩადებული მასში.

როგორ მიყვარს იქ მომუშავე გმირები.

ეს ამბავი არ უკავშირდება ტელეკომპანიაში არსებულ დავას მფლობელებს შორის. როგორც იცით, ოქუაშვილმა მე დამასახელა დირექტორობის კანდიდატად, მაგრამ ჩემთვის უცნაური იყო ის, რომ ეს ამბავი ფეისბუქით გავიგე 😀

ანუ, ამ თემას ჩემი წასმოვლა არ დაუკავშიროთ. საბედნიეროდ ეს ამბავი მე არ მეხება. მე ორი წელია არ ვარ არხის თანამშრომელი. გარედან ვაწოდებდი პროდუქტს არხს.

მქონდა სხვა მიზეზები და ახლა არაა მასზე საუბრის დრო. ახლა მთავარია რა ხდება რუსთაველზე ❤️ მთელი ყურადღება, ენერგია ამ თემაზე უნდა დაიხარჯოს.

ახალ სეზონზე გავალთ ან ტვ პირველზე, ან ფორმულაზე. ორივესთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას.

პ.ს. რა ვაპრებდი ამ თემაზე საუბარს. უბრალოდ დაიწერა და სხვა გზა არ მქონდა.“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *