7-9 დეკემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ255-კმ259 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ განცხადებას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ255-კმ259 მონაკვეთზე მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოების გამო, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 2023 წლის 7 დეკემბრის 10:00 სთ-დან, 9 დეკემბრის 21:00 სთ-მდე.
დროის აღნიშნულ პერიოდში, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძამდე (255-ე კმ) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – ნათქვამია განცხადებაში.