მკვლელობით დასრულებული ჩხუბი და კადრები ადგილიდან – რა მოხდა ვარკეთილში და რას ჰყვება მოკლულის ახლობელი?

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი 21 დე­კემ­ბერს ვარ­კე­თილ­ში სა­ღა­მო ხანს მოხ­და. ახალ­გაზ­რდებს შო­რის მომ­ხდა­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა სის­ხლისღვრით დას­რულ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ოთხი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს, მათ­გან ერთი ახალ­გაზ­რდა, დე­დი­სერ­თა ბიჭი, 23 წლის მიშო ქავ­თა­რა­ძე მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბით კლი­ნი­კა­ში მის­ვლის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

ამ დრომ­დე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რჩე­ბა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მი­შოს მამა, ბესო ქავ­თა­რა­ძე, რო­მე­ლიც ეზო­ში მო­ჩხუბ­რე­ბის გა­საშ­ვე­ლებ­ლად ჩა­ვი­და, მას სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს. კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა კი­დევ ორი დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა, ისი­ნი მი­შოს მე­გობ­რე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი არი­ან.

რა გახ­და სის­ხლისღვრის მი­ზე­ზი და რა­ტომ დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია, გა­მო­ძი­ე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბი­ჭე­ბი ალ­ბათ გა­მო­ძი­ე­ბას უამ­ბო­ბენ რა­ტომ მი­ვი­და საქ­მე ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ამ­დე. და­ნა­შა­უ­ლი მათ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან მოხ­და და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკვე და­კი­თხეს საქ­მის ირ­გვლივ არა­ერ­თი პირი. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მომ­ხდარ­ზე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც გა­ავ­რცე­ლეს და ცნო­ბი­ლია, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1 პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. ვრცელ­დე­ბა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის კად­რე­ბი, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი.

ანი ფა­ცა­ცია, მიშო ქავ­თა­რა­ძის დე­ი­დაშ­ვი­ლი:

– ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ძა­ლი­ან ძნე­ლია ჩემ­თვის, ჭი­რი­სუფ­ლის­თვის ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, ძა­ლი­ან მი­ჭირს, რად­გან მიშო არ გვყავს, მაგ­რამ იმ­დე­ნად არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, გა­დავ­წყვი­ტე სი­მარ­თლე ვთქვა. მკვლე­ლო­ბა 21 დე­კემ­ბერს მოხ­და. ბი­ჭე­ბი გა­სარ­თო­ბად უბან­ში იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი. კერ­ძოდ, მი­შოს კორ­პუ­სის უკა­ნა მხა­რეს იყ­ვნენ. იქ იყო ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი მიშო და მისი სა­მე­გობ­რო. ამ დროს გა­მოჩ­დნენ ვი­ღა­ცე­ბი, რამ­დე­ნი­მე პირი, უბ­ნის ბი­ჭე­ბი ეგო­ნათ და თურ­მე მი­შომ და­უ­ძა­ხა, ისი­ნი მო­ვიდ­ნენ და აგ­რე­სი­უ­ლი ტო­ნით და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი. ამას მოჰ­ყვა შე­ლა­პა­რა­კე­ბა, ეს ფაქ­ტი ნახა აივ­ნი­დან ბი­ძა­ჩემ­მა, ბესო ქავ­თა­რა­ძემ, ჩოჩ­ქოლ­ზე ჩა­მო­ვი­და ის ბი­ნი­დან ქვე­ვით, ეზო­ში.

განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *