ლეო ანთაძე „ფორმულას“ ეთერის სტუმარი იყო. მსახიობმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა რობიკო სტურუას პოზიციაზე.
„მსახიობები ძალიან აჯანყდნენ. მათ ხმა მართლაც ვაჟკაცურად ამოიღეს.. დიდი რეჟისორია რობიკო სტურუა, მაგრამ რატომ აკეთებს ამას, არ მესმის. ვგმობ მის პოზიციას, არასწორია. „ხელოვანი არ უნდა ჩაერიოს“, პოლიტიკაშიო. აბა, ვინ უნდა ჩაერიოს. ასეთ უსამართლობაში. ხელოვანის ფუნქციაა, რომ უსამართლობას ებრძოლოს.