ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მიმდინარე მოვლენებზე მოულოდნელ განცხადებას ავრცელებს,რას წერს ყოფილი პრემიერი?

ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მოქმედი პრემიერის დღევანდელ განცხადებას ემიჯნება.

როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტა, თუნდაც დროებით, წარმოადგენს საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების უგულებელყოფას.

“ჩემი პოზიცია ხელისუფლების ბოლო განცხადებაზე:

ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად, თუნდაც დროებითი შეჩერების გამოცხადება არის საკუთარივე ამომრჩევლის მიმართ გაცემული ევროპისკენ ღირსეული სვლის დაპირების საპირისპიროდ განხორციელებული აბსოლუტურად გაუგებარი ქმედება და შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების უგულებელყოფას.

ნაბიჯით ქართული ოცნება დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას, რაც ისედაც მყიფე გარემოში სრულიად გაუგებარია.

ევროინტეგრაცია ორმხრივი პროცესია და მისი განახლება და გაწევრიანების მოლაპარაკებისთვის ვადების განსაზღვრა კანდიდატი ქვეყნის ცალმხრივი პრეროგატივა არ არის. პროცესის შეჩერება საქართველოს მხრიდან იძლევა უკიდურესად ნეგატიურ სიგნალს ქვეყნის სტრატეგიის თვისობრივი ცვლილების თაობაზე. გაუგებარია, რა პოლიტიკური და პრაგმატული არგუმენტები დგას ამ ქმედების უკან.

ვფიქრობ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მოახდინოს მთავარი საარჩევნო დაპირებისადმი ერთგულების დემონსტრირება, რაც გულისხმობს ევროევროკავშირთან აქტიური ინტეგრაციის პროცესის აღდგენას ტრადიციული და ოჯახური ღირებულებების დაცვაში კომპრომისის გარეშე”- წერს გიორგი კვირიკაშვილი.

3 thoughts on “ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მიმდინარე მოვლენებზე მოულოდნელ განცხადებას ავრცელებს,რას წერს ყოფილი პრემიერი?

  1. Hi! I know this is somewhat off topic but I was wondering which blog platform are you using for this website? I’m getting fed up of WordPress because I’ve had issues with hackers and I’m looking at options for another platform. I would be awesome if you could point me in the direction of a good platform.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *