შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა“ – იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს, დღეს იუბილარია.

ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში მეგობრებისგან და ადამიანებისგან, რომლებიც მისი ცხოვრების ისტორიას გულშემატკივრობენ, უამრავ მილოცვას და კეთილ სურვილებს იღებს.

საკუთარ დაბადების დღეს ემოციური სტატუსით ეხმიანება თავად იუბილარიც და წერს:

„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ ლეკვები მილოცავენ და მეუბნებიან, გვიყვარხარ დედიკო“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი და ფოტოს აქვეყნებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *