საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„ამა წლის 22 ნოემბერს გარდაიცვალა თბილისის ღირსი ექვთიმე გაენათელის (შარვაშიძე) სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი იაკობი (შარვაშიძე).
მღვდელ-მონაზონი იაკობი დაიკრძალება სამშაბათს, 26 ნოემბერს, 14:00 საათზე ამავე მონასტრის ეზოში.
მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ-მონაზონ იაკობის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის საძმოს, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.
უფალმა მართალთა თანა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელ-მონაზონი იაკობი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.