საუკუნის დაბნელება” – როდის გახდება მსოფლიო ყველაზე იშვიათი ასტროლოგიური მოვლენის მომსწრე

2027 წლის 2 აგვისტოს 21-ე საუკუნის ყველაზე გრძელი მზის სრული დაბნელებაა მოსალოდნელი, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში მოხდება და დაახლოებით 90 მილიონ ადამიანს დაფარავს. მას „საუკუნის დაბნელებას“ უწოდებენ.

თუ ამ წლის დასაწყისში მზის სრუ­ლი დაბნელების პიკი ოთხი წუთი და 28 წამი იყო, „ჩრდილოეთ აფრიკის დიდი დაბნელების“ დროს ახალი მთვარე მზეს სრუ­ლი ექვსი წუთისა და 23 წამის განმავლობაში დაფარავს.

მისი დანახვა შესაძლებელი იქნება შემდეგი ქალაქებიდან კადიზი ეს­პანეთში (2 წუთი 47 წამი), ტანჟერი (4 წუთი 48 წამი), ორანი (5 წუთი და 6 წამი), კერკენას კუნძულები (5 წუთი და 42 წამი). ), სივა (5 წუთი 29 წამი) და ლუქსორი (6 წუთი 22 წამი).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *