კლინიკაში სადაც გოგონას გართულებები დაეწყო, დირექტორი პირველი კომენტარს აკეთებს.

ტრაგედია დატ­რი­ალ­და ქუ­თა­ის­ში. 28 წლის შო­რე­ნა ონი­ა­ნი, რომ­ლის გა­დარ­ჩე­ნა­საც მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბის შემ­დეგ ექი­მე­ბი რამ­დე­ნი­მე დღე ცდი­ლობ­დნენ, გუ­შინ გარ­და­იც­ვა­ლა.

  • რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში ონი­ანს ნა­ად­რე­ვად ტყუ­პი შე­ე­ძი­ნა. მშო­ბი­ა­რო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში შო­რე­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. თბი­ლის­ში გად­მოყ­ვა­ნის შემ­დეგ, ოჯახს ურ­ჩი­ეს, რომ სას­წრა­ფოდ თურ­ქეთ­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ. შო­რე­ნა ტრა­პი­ზო­ნის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­როს ხელ­მძღვა­ნელს, ბა­ტონ ირაკ­ლი მერ­კვი­ლა­ძეს, მისი თქმით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

– ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­მძი­მეს ოჯა­ხი მომ­ხდარ­ში ექიმს ადა­ნა­შა­უ­ლებს, მის დას­ჯას ითხოვს და და­უ­დევ­რო­ბა­ზე სა­უბ­რობს, რა გახ­და ორ­სუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი?

– ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, რა გახ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­საკ­ვლე­ვია, რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ ეს არის, რომ გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოხ­და ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში. ამ­ჟა­მად მომ­ხდარ ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა უნდა ჩა­ტარ­დეს, ამას აკე­თებს პო­ლი­ცია და პა­რა­ლე­ლუ­რად მი­დის გა­მო­ძი­ე­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს მიერ. მათ­თვის ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მი­წო­დე­ბუ­ლია, ეს პრო­ცე­სი ახლა მი­დის და სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვე­ვა ყვე­ლა­ფე­რი, როცა ეს დე­ტა­ლე­ბი იქ­ნე­ბა გა­მოკ­ვლე­უ­ლი.

– რას ამ­ბობს თა­ვად ექი­მი?

– დიდი ტრა­გე­დია მოხ­და და ექი­მი თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ზუს­ტად, რაც მოხ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი ასა­ხუ­ლია პა­ცი­ენ­ტის ის­ტო­რი­ა­ში. კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ და რა თქმა უნდა ვარ საქ­მის კურ­სში, ვიცი რაც მოხ­და, თუმ­ცა ამ დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ. ამას სჭირ­დე­ბა ზუს­ტად გა­მოკ­ვლე­ვა და გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გე­ბი და­ა­ზუს­ტებს რა და რო­გორ მოხ­და.

– კლი­ნი­კის მი­სა­მარ­თით ის­მის კრი­ტი­კა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­ტენ­ზი­ე­ბი

– ჩვენს კლი­ნი­კა­ში ასე­თი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. ნორ­მა­ლუ­რად ვმუ­შა­ობ­დით, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყო, მოხ­და ეს ტრა­გე­დია და ჩვენც გან­ვიც­დით ამას.

– ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი ტყუ­პი ძმე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც ხომ ვერ ისა­უბ­რებთ? რო­გო­რია ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

ახალ­შო­ბი­ლე­ბი დღე­ნაკ­ლუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ნორ­მა­ლუ­რი, თუმ­ცა ოჯახ­მა მო­ი­თხო­ვა რომ ბავ­შვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო თბი­ლის­ში და ბავ­შვე­ბი გა­და­იყ­ვა­ნეს ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში, ისი­ნი იქ არი­ან ამ­ჟა­მად. რაც შე­ხე­ბა მომ­ხდარს, მი­დის გა­მო­ძი­ე­ბა, ყვე­ლა და­ი­კი­თხე­ბა, სრულ­ფა­სოვ­ნად იქ­ნე­ბა გა­მოკ­ვლე­უ­ლი ყვე­ლა დე­ტა­ლი და ამის შემ­დეგ უკვე კონ­კრე­ტუ­ლად გა­ცხად­დე­ბა რა­ტომ მოხ­და ეს ტრა­გე­დია.

– სის­ხლდე­ნა მშო­ბი­ა­რეს რო­დის და­ე­წყო?

– ამის და­კონ­კრე­ტე­ბას აზრი არ აქვს, მეს­მის რომ ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სია, დიდი ტრა­გე­დია მოხ­და. მერ­წმუ­ნეთ, ჩვენ­თვი­საც ძა­ლი­ან მძი­მეა. დიდი ტრა­გე­დი­აა რო­გორც ოჯა­ხის­თვის, ყვე­ლას­თვის. ყვე­ლა­ფერს გა­არ­კვევს პო­ლი­ცია და ასე­ვე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი.

– და­კი­თხუ­ლია ექი­მი, რო­მელ­მაც ამ­შო­ბი­ა­რა ფეხ­მძი­მე?

– ექი­მი და­კი­თხუ­ლია, მას ჩვე­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლი აქვს და ეს პრო­ცე­სი მი­დის.

შო­რე­ნა ონი­ა­ნის ახ­ლო­ბე­ლი “კვი­რის პა­ლიტ­რას” უყ­ვე­ბა:

“შო­რე­ნა ქუ­თა­ის­ში იმ ბაღ­ში მუ­შა­ობ­და, სა­დაც ჩემი შვი­ლე­ბი დამ­ყავ­და. სა­ო­ცა­რი გოგო იყო, სი­კე­თით სავ­სე. გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და ჩემი შვი­ლი და ჩემს შვილ­საც უყ­ვარ­და. ისე უვ­ლი­და სხვის შვი­ლებს და იმ­დენ სით­ბოს აძ­ლევ­და, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ის არ ჩა­ხუ­ტე­ბო­და თა­ვის შვი­ლებს და სიყ­ვა­რუ­ლით არ გა­ე­ზარ­და ისი­ნი, მაგ­რამ სა­უ­ბე­დუ­როდ, თა­ვი­სი შვი­ლე­ბი დარ­ჩა ჩა­უ­ხუ­ტე­ბე­ლი. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ყვე­ლა­ნი. გა­მორ­ჩე­უ­ლი გოგო იყო. რომ გა­თხოვ­და და ფეხ­მძი­მედ დარ­ჩა, ბაღ­ში მუ­შა­ო­ბა მი­ა­ტო­ვა, რად­გან ტყუპს ელო­დე­ბო­და.

ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში უმ­შო­ბი­ა­რია, ნა­თე­სა­ვე­ბი ექი­მის და­უ­დევ­რო­ბას აბ­რა­ლე­ბენ, რო­გორც ვიცი, ახლა იმ­ხე­ლა ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს, ამა­ზე სა­სა­უბ­როდ არა­ვის სცა­ლია, მაგ­რამ ალ­ბათ მერე ილა­პა­რა­კე­ბენ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ი­ძი­ონ ეს საქ­მე და და­ი­სა­ჯოს დამ­ნა­შა­ვე.

შო­რე­ნა ლენ­ტე­ხი­დან იყო, მაგ­რამ ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და ბაგა-ბაღ­ში. სა­ო­ცა­რი გოგო იყო, სი­კე­თეს ას­ხი­ვებ­და, ყვე­ლას უყ­ვარ­და და თა­ვა­დაც ყვე­ლა უყ­ვარ­და. ბავ­შვებს ჯვა­რი წე­რი­ათ, კარ­გად არი­ან, თბი­ლის­ში, კლი­ნი­კა­ში. ძა­ლი­ან გვატ­კი­ნა გული შო­რე­ნას და­ღუპ­ვამ. სა­დაა სა­მარ­თა­ლი, ასე­თი უბე­დუ­რე­ბა არ უნდა ხდე­ბო­დეს”, – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *