ხაშურში, ავარიაში დაშავებულ დებზე უახლესი ინფორმაცია ვრცელდება

ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული დების, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის ოჯახის ახლობელი ალექსანდრე ტაბატაძე გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში სასიხარულო სიახლეს უზიარებს და გოგოების ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესახებ საუბრობს.

„მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის. ძალიან დიდი შედეგი გამოიღო თქვენმა გვერდში დგომამ, ოჯახმა იგრძნო, რომ მარტო არ არიან ამ ტრაგედიის წინაშე და სიცოცხლისათვის ბრძოლაში.

ჩვენი მაგარი გოგოების მდგომარეობას რაც შეეხება, მართვით სუნთქვიდან მოხსნეს, თათულის დღე-დღეზე გამოღვიძებას ველოდებით, ნიაკოს ხვალ (13/11/2024) მორიგი, მესამე, ოპერაცია უტარდება.

საქართველოში მკურნალობის დასრულების შემდეგ, ისევ და ისევ რეაბილიტაციის პერიოდია გასავლელი, რასაც შეიძლება წლები დასჭირდეს. მთელი საქართველო დაუდგა მხარში, ისევ ერთსულოვანია საქართველო!!!

შეგროვდა გარკვეული თანხა, მაგრამ კოლოსალურ თანხებზეა საუბარი, ისევ მოგმართავთ თხოვნით, ვისაც რისი საშუალება ექნება დავეხმაროთ პატარებს.

აქვე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო M.iashvilis Children’s Cental Hospitalმ.იაშვილის სახელობის კლინიკის და New Hospitals / ნიუ ჰოსპიტალსი სრულ მედ პერსონალს გაწეული მაღალ პროფესიონალური, თავდაუზოგავი შრომისათვის.

ასევე გაწეული დახმარებისთვის დედების ფონდი, რომელმაც დაუჯერებელი და დიდი სამუშაო გასწია ჩვენი პატარებისთვის.

 მადლობა ყველას.

ყველაფერი კარგად იქნება სანამ ერთად ვართ!!!

მიმღები: სოფიო ხარშილაძე (დედა), ლათინურად: Sopio Kharshiladze

#GE18BG0000000553349014

(საქართველოს ბანკი);

#GE64TB7513745068100047

(თიბისი ბანკი).“ – წერს ალექსანდრე ტაბატაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *