მარნეულში საქორწილო ცერემონიის დროს უბედური შემთხვევა მოხდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოში საქორწილო ცერემონიის დროს მოხუცი ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, 60 წლის ქალი ცეკვის დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.
შემთხვევის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა, თუმცა მათ ქალის გადარჩენა ვერ მოახერხეს.