სამი ავტობუსი ქართველები დაადეპორტეს”- წერს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი და ფაქტს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, კერძოდ საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და ქვეყნის საგარეო კურსს უკავშირებს
“ ყურადღების ცენტრში დილის 3:45 სთ. გერმანიის ქალაქ ბერლინში სამი ავტობუსი ქართველები დაადეპორტეს. იმის გამო, რომ ჩვენმა ქვეყანამ აირჩია რუსეთი!
არ გაიხაროთ თქვენ ნაძირალებო ემიგრანტების ცოდვით, ხუთასი ათასი ემიგრანტი ჰყავს საქართველოს და ესენი თუ დაბრუნდნენ იძულებით, ოცნება კი არა უფალი ვერ გიშველით, რატომ არ ზეიმობთ გამარჯვებას?
იმიტომ რომ არ გაგიმარჯვიათ მოღალატე ხართ რომლებიც ერის განადგურებას ცდილობს მაგრამ ყველაფერს აქვს დრო!
ემიგრანტების ევროებით ცხოვრობთ და ჩვენ გადაგვიჭერით გზები ხომ? ას ლარზე გაყიდული ქართველი არ არის ღირსი ცხოვრობდეს საქართველოში!
ოცნების მომხრე ძმაც არ მინდა, და წაიშალეთ აქედან თქვენი იაფფასიანი თავები თუ არ გინდათ მე გაგიშვათ შინ მოუსვლელში!
მიმიფურთხებია თქვენი ქართველობისთვის!” – წერს გერმანიიდან ქართველი ემიგრანტი ნესი აძინბაია.
წყარო: რადიო თბილისი