ბაბი კირკიტაძე: „ამიტომაც არ მყავს არავინ წლებია…“ – რატომ არ ჰყავს გვერდით მამაკაცი მომღერალს

ბაბი კირკიტაძე „იმედის დღეს“ ესტუმრა და რუბრიკაში „ფილტრის“ გარეშე საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ დომინანტი ქალის როლი მოსწონს – „ბავშვობიდან იმდენ რამეზე მომიწია პასუხისმგებლობის აღება, ეტყობა, ხასიათშიც მქონდა ეს შტრიხები. მიყვარს, როცა პასუხისმგებლობას ვიღებ, ბოლომდე მივიყვანო“.

ეკო ფანგანის რეპლიკას, რომ მამაკაცებს დომინანტი ქალები არ უყვართ, მომღერალი ასე პასუხობს:

„ამიტომაც არ მყავს არავინ, წლებია, ასე ვარ… და არ მაწუხებს, სხვათა შორის… ხომ არის, ჭკუას რომ გარიგებენ, ცოტა ქალური უნდა იყო და დათმოო, არ ვიცი, ეს როგორ ხდება…“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *