ქუთაისიდან პრაღაში გაფრენილ თვითმფრინავს მეხი ორჯერ დაეცა

ქუთაისი-პრაღის რეისზე თვითმფრინავს ორჯერ მეხი დაეცა. შემთხვევის გამო ფრენა გაუქმდა და თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა. 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თვითმფრინავს მეხი აფრენიდან დაახლოებით ნახევარ საათში დაეცა. პილოტს საქართველოს საჰაერო სივრცე ჯერ დატოვებული არ ჰქონდა, ამიტომ უკან დაბრუნდა. 

ამ დროისთვის მგზავრები სასტუმროში არიან გადაყვანილები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

როგორც „პრაიმტაიმს“ აეროპორტის წარმომადგენელმა განუცხადა, ასეთი შემთხვევა ადრეც მომხდარა, თუმცა მაშინ თვითმფრინავი აფრენილი ჯერ არ იყო. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *