ვინ არიან მალაკნებზე მოკლული 27 წლის ბიჭი და მისი მკვლელი – რეალური ისტორია ცნობილი გახდა

ვინ არის მალაკნებზე მოკლული 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილი – რეალური ისტორია მკვლელი – სოსო ბალარჯიშვილია. კაცი, რომელიც მკვლელობისა და სასტიკი დანაშეულებისთვის წარსულში რამდენჯერმე არის ნასამართლევი.

ტატო ფირცხალაიშვილსა და მკვლელ ბალარჯიშვილს შორის უთანხმოება ერთი წლის წინ, ბალარჯიშვილის მიერ ტატოს მისამართით ტყუილ ამბების გავრცელებას მოყვა. შელაპარაკებისა და ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირების შედეგად, ტატომ ბალარჯიშვილი მსუბუქად დაჭრა ფეხში. ბალარჯიშვილს ტატოს მოკვლა ჰქონდა განზრახული, ტატომ სროლა დაასწრო, მაგრამ სასიკვდილოდ არ გაიმეტა.

მკვლელმა მიზანი 20 ოქტომბერს განახორციელა. მის მეგობარ მაჭარაშვილთან ერთად, ბალარჯიშვილმა ფირცხალაიშვილი მიტყუებით მიიყვანა შეხვედრაზე. მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ, რომ თითქოს უნდა შერიგებულიყვნენ. მაგრამ ბალარჯიშვილი იარაღით დახვდა, რადგან მკვლელობა ჰქონდა განზრახული. ბალარჯიშვილმა ტატო სასიკვდილოდ გაიმეტა და ორი ტყვია გულში დამიზნებით ესროლა.

ტატო ფირცხალაიშვილმა კაცი სასიკვდილოდ არ გაიმეტა, მკვლელმა ბალარჯიშვილმა კი სასტიკად გასწირა. მკვლელს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. სამართლის აღსასრულებლად, დაუნდობელი მკვლელი უვადო პატიმრობით უნდა დაისაჯოს. დამატებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ტატო მკვლელს მანქანით დაეჯახა. ეს არ შეესაბამება სიმართლეს.

ტატო ფირცხალაიშვილი ის ბიჭი იყო, რომელიც მთელ თბილისს უყვარდა. ქცევით, სიტყვით ყოველ ნაბიჯზე მართალ ადამიანობას ამტკიცებდა. 27 წელი იცხოვრა ღირსეულად და მოასწრო იმდენი, რამდენსაც ბალარჯიშვილისნაირი ლაჩრები 100 ჯერ მეტ წელშიც ვერ გააკეთებდნენ


One thought on “ვინ არიან მალაკნებზე მოკლული 27 წლის ბიჭი და მისი მკვლელი – რეალური ისტორია ცნობილი გახდა

  1. I loved as much as you’ll receive carried out right here.
    The sketch is tasteful, your authored subject matter
    stylish. nonetheless, you command get bought an edginess over that you wish be delivering the following.
    unwell unquestionably come further formerly again as
    exactly the same nearly a lot often inside case you shield this
    hike.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *