რამდენიმე დღეის წინ, მომღერალმა ირმა სოხაძემ გადაცემაში “ნიკოლოზის კითხვები” ისაუბრა წლების წინ მასზე აგორებულ საშინელ ჭორზე.
“სამწუხროდ, ადამიანებს ცუდი უფრო სჯერათ, ვიდრე კარგი. ჭორი უფრო მარტივად სჯერათ, ვიდრე სიმართლე. რაღაც საზიზღარი ჭორი შეიძლება დაიჯერონ ადვილად, არც უმაგისობა იყო ჩემს ცხოვრებაში… 12 წლისას ამიგორეს წარმოუდგენელი ჭორი. მერე როგორც გავიგე, ეს იყო უშიშროების აგორებული, მაგრამ ეს მე კი არა, იმ პიროვნებას აუგორეს, რომ თითქოს პედოფილი იყო… ისე რომ ეთქვათ ვიღაცა ბავშვი, ვინ გაიმეორებდა და ცნობილი ბავშვი მე ვიყავი, შევრჩი მე და მიმაყოლეს… ესეც კი ძალიან ბევრმა დაიჯერა და ვითომ გულატკივებულები ამას იმეორებდნენ.
იმავე დღესვე ტელევიზიით გამომიყვანეს, დავუკარი, ვიმღერე და აჩვენეს ხალხს, რომ კარგად ვიყავი. რეკავდნენ, არ იცი, რა ხდებოდა. მე არაფერი ვიცოდი, პატარა ვიყავი, 1968 წლის გაზაფხული იყო, კარგად მახსოვს, ბაბუა იყო ავად და მამაჩემს ლენინგრადში ჰყავდა წაყვანილი,ოპერაციას უკეთებდნენ, ვერ გადაიტანა და ეს ტრაგედია გვქონდა იმ დროს. როდესაც გაიგეს ჩემებმა, რომ ხალხი მიდიოდა ამ კაცთან, უნდა მოვკლათ, ეს რა ჩაიდინაო… მშობლები განიცდიდნენ ძალიან, მე მერე გავიგე, სადღაც 13-14 წლის ვიქნებოდი, ძალიან მიყვარდა ის ადამიანი, ვისაც ეგ მოუგონეს, თენგიზ სუხიშვილს კარგად ვიცნობდი, მამაჩემის მეგობარი იყო, ცოტა უმცროსი… მახსოვს, მამას დაურეკა და მაშინ გაირკვა, საიდანაც იყო წამოსული ეს ჭორი…” – ამბობს ირმა სოხაძე.