ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ შვილი ტრაგიკულად დაეღუპა, ავარიის შედეგად გარდაცვლილი ელენე მეგრელიშვილის მამას “ფეისბუქით” მიმართავს:
“ჩემზე ზუსტად არავის ესმის ამ წამს თქვენი ოჯახის ტკივილის. პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით მოზიარე ვარ თქვენი უბედურების! სულის სიმტკიცეს გისურვებთ! ისევ და ისევ ჩვენი შვილებისთვის! ანა Anna Kartlelishvili გევედრები იცოცხლე” – წერს პეტრიაშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შოთიკო პეტრიაშვილი მისი სახლის მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდა. მან აორტა დაიზიანა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ელენე მეგრელიშვილს, ის კოალიცია “ცვლილებისთვის” შტაბის წევრი იყო. ელენე და შტაბის რამდენიმე წევრი კახეთიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ავარიაში მოყვნენ. ელენე ადგილზე დაიღუპა. მძიმეა ანა ქართლელიშვილის მდგომარეობა. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა