შვილგარდაცვლილ, ვაჟგარდაცვლილ რიგებს კიდევ ერთი ადამიანი შემოგვემატა” – დავით ქართველიშვილის ემოციური პოსტი ბუკა პეტრიაშვილის შვილზე

პროზაიკოსი, ესეისტი დავით ქართველიშვილი ბუკა პეტრიაშვილის შვილის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“ბაჩოს ტრაგედიაზე თანაგრძნობის პირველი გზავნილი მივიღე შალვა ნათელაშვილისგან – მანამდე არც ერთი პირადი გადაკვეთა არ გვქონია. პანაშვიდის დროს გვერდიდან არ მომცილდა რუსუდან თევზაძე. მაშინაც და დღესაც – სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკებში ვიყავით და ვართ. მაგრამ ქართველობა და ადამიანობა ყველას გადაგვარჩენს საბოლოო ჯამში. არ ვიცნობ პირადად არც ბუკა პეტრიაშვილს, მასთანაც “ბარიკადების” სხვადასხვა მხარეს ვართ. მაგრამ, ისევე როგორც საკუთარ ტრაგედიას – ისე ვიღებ და ისე ვუთანაგრძნობ. შვილგარდაცვლილ, ვაჟგარდაცვლილ რიგებს კიდევ ერთი ადამიანი შემოგვემატა და ამ ჯვრის ტარება მოგვიწევს აწი ჩვენს ბიჭებთან გარდაუვალ შეხვედრამდე”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *